суббота, 22 февраля 2014 г.

საკმაოდ შრომატევადი დღე იყო-ამდენი შეფასებები. შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები და ფორმები ვნახეთ,  გავარჩიეთ, ვეცადე ჩემი პროექტისთვის სწორი არჩევანი გამეკეთებინა. გავაკეთე შეფასების კრიტერიუმები. ამ დღეს ცოტა დავიბენი კიდეც. ისე ვეთანხმები რომ სასწავლო პროცესს და განსაკუთრებით პროექტებს სწორი შეფასებები სჭირდება.

суббота, 15 февраля 2014 г.

გამოვთქვით ერთმანეთის პროექტებზე მოსაზრებები და გავიზიარეთ რჩევები, ვიმსჯელეთ საავტორო უფლებებზე და იმაზე თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები, ინტერნეტიდან ინფორმაციები, ან ვიდეო-მასალა, ვნახეთ ლინკის გადმოწერა და ატვირთვა იუთუბზე. ძალიან ვნერვიულობ. პროექტის სწორად კეთებას, მართლაც საპასუხისმგებლო მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ მოსწავლეთა უნარების განვითარების სწორ გადაწყვეტილებებზე პრიორიტეტი.

воскресенье, 9 февраля 2014 г.

ტრენინგზე ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ მე მგონი გავიგე დღევანდელი შეფასების მეთოდები, სტრატეგიები და შეფასების ინსტრუმენტები.  დავიწყეთ პოვერპოინტში სლაიდებზე პროექტის მიმდევრობის გაწერა.

суббота, 8 февраля 2014 г.

მოსვენება დავკარგე, დავიწყე ფიქრი რა თემა იქნება მოსწავლეების უნარების განვითარებისთვის უფრო გამოსადეგი. დავიწყე მუშაობა მიზნებზე, ბლუმის ტაქსონომიაზე, გავითვალისწინე რუბრიკა, გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.

понедельник, 3 февраля 2014 г.

ავეცანი პროექტული სწავლების მიზნებს და ამოცანებს.საინტერესოა თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება,რომლის დროსაც მოსწავლეს უნვითარდება ცხოვრებისეული გამოცდილება, 21-ე საუკუნის უნარები, კრიტიკული აზროვნება პრობლემების გაანალიზების და გადაჭრის უნარები. დავიწყე თემის არჩევანზე ფიქრი, გზამკვლევის დახმარებით ვნახე როგორ შეიძლება გაიწეროს პროექტი, ვისწავლე პუბლიკაციის გაკეთება და შევქმენი ბლოგი. მოკლეთ  შევუდექი მუშაობას.